Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს


საქართველოში ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებს აქვს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა. ”მიუხედავად საქართველოს დანგრევის მოსურნე ძალის ხელმძღვანელობის მცდელობისა, არჩევნებს ჩავატარებთ ორგანიზებულად და მშვიდობიანადო” - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე, პრეზიდენტმა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ნაწილს საარჩევნო დაპირებებისას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, რომლებიც რეიტინგის შემცირების გამო ამომრჩეველს უფასო ჯანდაცვას, უფასო წამლებს, უფასო ცხოვრებას ჰპირდებიან და ”კომუნიზმი აჰყავთ უმაღლეს რანგშიო” - დასძინა სააკაშვილმა. მისი განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” უმჯობესია ამომრჩეველს ცოტას დაჰპირდეს და მეტი გააკეთოს.
XS
SM
MD
LG