Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააპატიმრეს ექსტრემისტ შახზადას სავარაუდო თანამზრახველები


ნიუ-იორკის ტამს-სკვერში არშემდგარი ტერაქტის საქმეზე პაკისტნაში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. ერთ-ერთი დაკავებული თანამფლობელია საზოგადოებრივი კვების საწარმოსი, რომლის მომსახურებითაც ისლამაბადში განლაგებული შეერთებული შტატების საელჩო სარგებლობდა. ამის თაობაზე ჟურნალისტებს პაკისტანის ხელისუფლებამ აცნობა. სხვა დეტალები არ ხმაურდება. მთავარი ეჭვმიტანილი ფაისალ შახზადი შეერთებულ შტატებში დააკავეს ორი დღის შემდეგ, როდესაც ტაიმს-სკვერში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინეს. დაკითხვისას შახზადმა აღიარა, რომ აფეთქების ხელობას პაკისტანის ჩრდილოეთში მემაბოხეთა ბანაკში დაეუფლა.
XS
SM
MD
LG