Accessibility links

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწინააღმდეგება მისი ქვეყნის ჯარების ნაჩქარევ გაყვანას ავღანეთიდან


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწინააღმდეგება მისი ქვეყნის ჯარების ნაჩქარევ გაყვანას ავღანეთიდან, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა ქვეყნის კოლაფსს შეუწყოს ხელი. კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგმა დღეს „ჰამბურგერ აბენდბლატისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუკი ავღანეთი დაეცემა, შეიძლება დაეცეს პაკისტანიც, ის კი არის ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი მოეპოვება.“ „სრულიადაც არ მომეწონება, თუკი ბირთვული იარაღი ტერორისტებს ჩაუვარდებათ ხელში,“ დასძინა მინისტრმა. ამჟამად ავღანეთში გერმანიის სამხედრო მისია - რომელიც 4500-მდე ჯარისკაცისგან შედგება - არაპოპულარულია გერმანიაში.
XS
SM
MD
LG