Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეჰდი ქარუბიმ მწვავედ გააკრიტიკა ირანის სასამართლო ორგანოები


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მეჰდი ქარუბიმ კვლავ მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის სასამართლო ორგანოები. ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ქარუბი აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყებების მუშაობა სამოქალაქო აქტივისტების დაშინებისა და მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ირანის ოპოზიცია წინასწარ გამოვიდა მოწოდებით, მიტინგი გაიმართოს ირანში არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით. ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევა მასობრივი გაყალბების შედეგად მოხდა.
XS
SM
MD
LG