Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი სომალისთვის დახმარების გაორმაგების მოწოდებით გამოდის


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დღეს, სომალისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა სომალისთვის დახმარებას არ გააორმაგებს, ძალზე ცოტა შანსი დარჩება ამ ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად. სტამბოლში გახსნილი კონფერენციის მიზანია, გამოინახოს გზები სომალიში ანარქიისთვის ბოლოს მოსაღებად და ქმედითუნარიანი მთავრობისა და ეკონომიკის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG