Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში 158 მგზავრი დაიღუპა, 8 გადარჩა


ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, რვა ადამიანი გადაურჩა ავიაკატასტროფას, რომელიც განიცადა „ერ ინდიას“ თვითმფრინავმა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ მანგალორში. როგორც ჩანს, დაიღუპა მასში მყოფი 158 ადამიანი. თვითმფრინავი გადასცდა დასაფრენ ბილიკს, როცა ის მანგალორის აეროპორტში ჯდებოდა, მას ცეცხლი მოედო და ტყიან ხევში ჩამოვარდა. ბოინგ 737-800 დუბაიდან მოფრინავდა.
XS
SM
MD
LG