Accessibility links

logo-print

ავღანეთში ნაღმსატყორცნის ცეცხლი გაუხსნეს საერთაშორისო კოალიციის სამხედრო-საჰაერო ბაზას


ავღანეთის სამხრეთში, ყანდაართან ნაღმსატყორცნის ცეცხლი გაუხსნეს საერთაშორისო კოალიციის სამხედრო-საჰაერო ბაზას. იტყობინებიან, რომ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შემდეგ მეამბოხეები შეეცადნენ ბაზაზე თავდასხმა განეხორციელებინათ. შეტევა სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით იქნა მოგერიებული. ყანდაარის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე იმყოფება ზაფხულისთვის დაგეგმილი მსხვილი შემტევი ოპერაციისთვის მოძრაობა თალიბანის წინააღმდეგ. შაბათს სამხრეთ ავღანეთში თავდასხმისა და ნაღმის აფეთქების შედეგად საერთაშორისო კონტინგენტის სამი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG