შაბათს რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა კუზბასის მაღაროელთა მიმართ სოლიდარობის აქციები. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, მოსკოვში მოწყობილ აქციაში ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხალხი მოითხოვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისა და კემეროვოს ოლქის გუბერნატორის, ამან ტულეევის გადადგომას. აქციებში მონაწილეების აზრით, პუტინმა და ტულეევმა პირადად უნდა აგონ პასუხი 9 მაისს მაღარო „რასპადსკაიაში“ 66 ადამიანის დაღუპვისთვის. 24 მაღაროელი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ყველაზე პოპულარული
1