Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ინტერი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია


მილანის (იტალია) „ინტერნაციონალეს“ ფეხბურთელთა გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში „ინტერმა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მიუნხენის „ბიერნი“. ამრიგად, პორტუგალიელი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს გუნდმა წლევანდელ სეზონში ე.წ. „ტრიპლი“ შეასრულა - გარდა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისა, „ინტერმა“ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის წოდება და ეროვნული თასი.
XS
SM
MD
LG