Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ეროვნული არჩევნები შემდგარად გამოცხადდა


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ეროვნული არჩევნები შემდგარად გამოცხადდა. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, არჩევნებში მონაწილეთა 25-პროცენტიანი ზღვარი გადალახულია. კვირას მთიან ყარაბაღში 273 საარჩევნო უბანი მოქმედებს 16 ოლქში. ერთი უბანი გახსნილია ერევანში. 33 დეპუტატის მანდატისთვის ოთხი პარტია იბრძვის. ეს მთიან ყარაბაღში უკვე მეხუთე არჩევნებია. ევროპის კავშირი არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს და გამოთქვამს შიშს, რომ ის ზიანს აყენებს სამშვიდობო დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG