Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეა გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცემს მისი გემის დაღუპვასთან დაკავშირებული გამოძიების მასალებს


სამხრეთი კორეა აპირებს, გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცეს ყვითელ ზღვაში მისი გემის დაღუპვასთან დაკავშირებული გამოძიების მასალები. როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, სახელმწიფოს მეთაური შესაბამის განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. როგორც ახლახან განაცხადა სეულმა, მას იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები მოეპოვება, რომ მისი კორვეტის დაღუპვასთან კავშირი აქვს ჩრდილოეთ კორეას. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის გემს ტორპედო ესროლა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წყალქვეშა ნავმა. ეს მოხდა 26 მარტს. დაიღუპა სამხრეთ კორეის 46 მეზღვაური. ფხენიანი უარყოფს ყველა ბრალდებას.
XS
SM
MD
LG