Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს გამოძიება ინდოეთის სამგზავრო ავიალაინერის ავარიასთან დაკავშირებით


მიმდინარეობს გამოძიება ინდოეთის სამგზავრო ავიალაინერის ავარიასთან დაკავშირებით. შაბათს, სამხრეთ ინდოეთში მომხდარ კატასტროფას 158 ადამიანი ემსხვერპლა. „ერ ინდიას“ ბოინგ 737-800, რომელშიც 160 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ, დუბაიდან ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი გადასცდა დასაფრენ ბილიკს, როცა ის ქალაქ მანგალორის აეროპორტში ჯდებოდა, მას ცეცხლი მოედო და ტყიან ხევში ჩამოვარდა. გადარჩა რვა ადამიანი. მიმდინარეობს მონაცემთა ავტომატურად ჩამწერი დანადგარის, ე.წ. „შავი ყუთის“, ძებნა.
XS
SM
MD
LG