Accessibility links

logo-print

96 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი და მწერალი მარტინ გარდნერი


შეერთებულ შტატებში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი და მწერალი მარტინ გარდნერი. ის 70-მდე წიგნის ავტორი იყო. გარდნერის ნაწარმოებებს შორისაა ფილოსოფიური ესეები, მათემატიკის ისტორიის შესახებ ნარკვევები, მათემატიკური ფოკუსები, სამეცნიერო-პოპულარული ეტიუდები, სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობები, თავსატეხები. მას სახელი მოუხვეჭა ასევე ლიუის კეროლისა და გილბერტ კით ჩესტერტონის წიგნების კომენტარებმა.
XS
SM
MD
LG