Accessibility links

logo-print

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ეროვნული არჩევნები გაიმართა


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ეროვნული არჩევნები გაიმართა. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, არჩევნებში მონაწილეთა 25-პროცენტინი ზღვარი გადალახულ იქნა. კვირას მთიან ყარაბაღში 273 საარჩევნო უბანი მოქმედებდა 16 ოლქში. ერთი უბანი გახსნილი იყო ერევანში. 33 დეპუტატის მანდატისთვის ოთხი პარტია იბრძვის. ეს მთიან ყარაბაღში უკვე მეხუთე არჩევნებია. ევროპის კავშირი არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს და გამოთქვამს შიშს, რომ ის ზიანს აყენებს სამშვიდობო დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევას. არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG