Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პალმის ოქროს რტო“ ტაილანდელმა რეჟისორმა მოიპოვა


საფრანგეთის ქალაქ კანში დასრულებული 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „პალმის ოქროს რტო“ - მოიპოვა ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატპონგ ვერასეტაკულის ფილმმა „ძია ბუნმი, რომელიც თავის წინა ცხოვრებებს იხსენებს“. ფესტივალის „გრან-პრი“ ხვდა ფრანგი რეჟისორის, ქსავიე ბოვუას ნამუშევარს „ღმერთებზე და ადამიანებზე“. პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ფრანგ მსახიობს ჟულიეტ ბინოშს, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმში „დამოწმებული ასლი“. მამაკაცისთვის დაწესებული ასეთივე პრიზი გაინაწილეს ესპანელმა ხავიერ ბარდემმა („Biutiful“, რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ) და იტალიელმა ელიო ჯერმანომ („ჩვენი ცხოვრება“, რეჟისორი - დანიელე ლუკეტი).
XS
SM
MD
LG