Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პალმის ოქროს რტო“ ტაილანდელ რეჟისორს ხვდა წილად


„პალმის ოქროს რტოს“ მფობელი ტაილანდელი რეჟისორი აპიჩატპონგ ვერასეტაკული
„პალმის ოქროს რტოს“ მფობელი ტაილანდელი რეჟისორი აპიჩატპონგ ვერასეტაკული
საფრანგეთის ქალაქ კანში დასრულებული 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „პალმის ოქროს რტო“ - მოიპოვა ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატპონგ ვერასეტაკულის ფილმმა „ძია ბუნმი, რომელიც თავის წინა ცხოვრებებს იხსენებს“.

ფესტივალის „გრან-პრი“ ხვდა ფრანგი რეჟისორის, ქსავიე ბოვუას ნამუშევარს „ღმერთებზე და ადამიანებზე“.

პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ფრანგ მსახიობს ჟულიეტ ბინოშს, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმში „დამოწმებული ასლი“.

მამაკაცისთვის დაწესებული ასეთივე პრიზი გაინაწილეს ესპანელმა ხავიერ ბარდემმა („Biutiful“, რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ) და იტალიელმა ელიო ჯერმანომ („ჩვენი ცხოვრება“, რეჟისორი - დანიელე ლუკეტი).
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG