Accessibility links

logo-print

ირანმა გაეროს ბირთვული საწვავის გაცვლის გეგმაზე შეატყობინა


ირანის წარმომადგენლებმა გაეროს ატომურ უწყებას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოთხრობილია, რომ თეირანი აპირებს თავისი მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი ბირთვული რეაქტორის საწვავში გაცვალოს. გასულ კვირაში თურქეთმა და ბრაზილიამ მიაღწიეს ირანთან შეთანხმებას - რომლის თანახმადაც ირანმა თავისი მაღალგამდიდრებული ურანის ნახევარზე მეტი თურქეთში უნდა გაგზავნოს, ბირთვული საწვავის ღეროების სანაცვლოდ. ამ გარიგების მასშტაბი ჩამოუვარდება წლის დასაწყისში შეთავაზებულ კომპრომისს, რომლის მიხედვითაც ირანს ურანის გამდიდრების პროცესი უნდა შეეჩერებინა. ირანი აცხადებს, რომ გაცვლის თაობაზე გარიგების მიუხედავად, ის კვლავაც გააგრძელებს ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებას.
XS
SM
MD
LG