Accessibility links

აშშ-ს მთავრობა „ბრიტიშ პეტროლეუმს“ აკრიტიკებს


აშშ-ს მთავრობა კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ კრიტიკით გამოდის, მექსიკის ყურეში ჩაღვრილ ნავთობთან გამკლავების პროცესის გამო. აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრ კენ სალაზარის თქმით, ვაშინგტონის აღშფოთებას ის იწვევს, რომ კომპანიამ რამდენიმე ჯერზე გადააცილა დაღვრილი ნავთობის შეკავებისთვის დაწესებულ ბოლო ვადას. აშშ-ს სანაპირო დაცვის ცნობით, ნავთობის დაღვრა ყურის სანაპიროს 110 კილომეტრზე დიდ მონაკვეთზე აისახა - და შედარებით სწრაფ დასუფთავებას ამ მონაკვეთის ნახევარზე ნაკლები დაექვემდებარება.
XS
SM
MD
LG