Accessibility links

logo-print

ჩინეთის პრეზიდენტი: ვალუტის გაცვლის კურსის რეფორმა თანდათანობითი უნდა იყოს


პეკინში მიმდინარე ეკონომიკური მოლაპარაკების გახსნაზე ჩინეთმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს კონსტრუქციული წინადადებით მიმართა - განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ მოთხოვნილებას სტიმულირებას გაუწევს და თანდათანობით მოახდენს ვალუტის გაცვლის კურსის რეფორმას. ამ ზომას ობამას ადმინისტრაცია აუცილებლად მიიჩნევს გლობალური ეკონომიკის დაბალანსებისთვის. ორდღიანი მოლაპარაკების გახსნაზე გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და ფინანსთა მინისტრ ტიმ გეიტნერს უთხრა, რომ ჩინეთი თავისი ფულადი ერთეულის - იუანის - თანდათანობით რეფორმირებას გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG