Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრეზიდენტი უარყოფს სამხრეთ აფრიკისთვის ბირთვული იარაღის შეთავაზებას


ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის ოფისის განცხადებით, პერესი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას - რომ 1975 წელს, ისრაელის თავდაცვის მინისტრად მუშაობისას, მან სამხრეთ აფრიკას ბირთვული ქობინები შესთავაზა. პერესის წარმომადგენელი აილეტ ფრიში აცხადებს, რომ ბირთვული ქობინების შესახებ ისრაელსა და სამხრეთ აფრიკას შორის „არასოდეს გამართულა მოლაპარაკება.“ ინფორმაცია დღეს გაავრცელა ბრიტანეთში გამომავალმა „გარდიანმა“ - როგორც თავად გამოცემა წერს, სამხრეთ აფრიკული დოკუმენტაციის გამოყენებით, რომელსაც მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“. ამ დოკუმენტების თანახმად, ისრაელმა სამხრეთ აფრიკის ძველ, აპართეიდის რეჟიმს ბირთვული ქობინების მიყიდვა შესთავაზა.
XS
SM
MD
LG