Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერდიუკოვი: მოსკოვი აპირებს შეიძინოს ოთხი ვერტმფრენმზიდი


რუსეთის თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდების შეძენის საკითხი დადებითად გადაწყდება, თუ დაფინანსების მხრივ, რაიმე არ შეიცვალა. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს ანატოლი სერდიუკოვმა დღეს განუცხადა, რომ მისტრალის მსგავსი ხომალდების შესაძენად რუსეთი მოლაპარაკებას საფრანგეთთან, ესპანეთსა და ნიდერლანდთან აწარმოებს. სერდიუკოვის ცნობით, მოსკოვი აპირებს შეიძინოს ოთხი ვერტმფრენმზიდი, რომელთაგან ერთი უცხოელი სპეციალისტების მიერ აშენდება, სამი კი - რუსი გემთმშენებლების მონაწილეობით. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისტრალის ტიპის გემები ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტების განკარგულებაში იქნება.
XS
SM
MD
LG