Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტი დაასრულა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა


საქართველოში ვიზიტი დაასრულა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა. მასთან ერთად ბათუმიდან პოლონეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც გაემგზავრა. პოლონეთის ქალაქ სოპოტში მიმდინარეობს არაფორმალური შეხვედრა, რომლის მონაწილენიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტზე მსჯელობენ. პროექტი ევროკავშირთან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის დაახლოებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG