Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის ვიზიტზე აგვისტოში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობის დროს შეთანხმდებიან


საქართველოში ირანის პრეზიდენტის ვიზიტზე, სავარაუდოდ, საუბარი იქნება აგვისტოში, როდესაც თბილისს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანადძემ განაცხადა. ოფიციალური თბილისის პოზიციით, ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარყოფითად არ აისახება. კალანდაძის განცხადებით, საქართველოს მეგობრული ურთიერთობა სურს ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამჟამად მუშაობა ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივება მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისისთ და არ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომლის მიზანი ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაა.
XS
SM
MD
LG