Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი


თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დღეს ორი ავტოავარია მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა კახა ნურალიძემ განუცხადა, ზესტაფონთან და ქუთაისთან ავარიების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ამერიკელი ცოლ-ქმარი. ისინი ზესტაფონის საავადმყოფოში იმყოფებიან. დაშავდა, აგრეთვე, 4 წლის ლიზი დარახველიძე, რომლის დედაც დღევანდელი ავარიის დროს დაიღუპა. ავარიების შედეგად დაზარალებულთა ნაწილი თბილისში გადმოჰყავთ.
XS
SM
MD
LG