Accessibility links

logo-print

გაეროს ბირთვული უწყება ადასტურებს, რომ ირანის წერილი მიიღო


ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ირანმა მას ოფიციალურად შეატყობინა თავისი გამდიდრებული ურანის ნაწილის ბირთვული რეაქტორის ღეროებში გაცვლის გეგმის თაობაზე. გასულ კვირაში თურქეთმა და ბრაზილიამ მიაღწიეს ირანთან შეთანხმებას - რომლის თანახმადაც ირანმა თავისი მაღალგამდიდრებული ურანის ნახევარზე მეტი თურქეთში უნდა გაგზავნოს, ბირთვული საწვავის ღეროების სანაცვლოდ. ამ გარიგების მასშტაბი ჩამოუვარდება წლის დასაწყისში შეთავაზებულ კომპრომისს, რომლის მიხედვითაც ირანს ურანის გამდიდრების პროცესი უნდა შეეჩერებინა. გაეროს ატომური უწყება აცხადებს, რომ ირანის წერილს განსახილველად გაუგზავნის აშშ-ს, საფრანგეთსა და რუსეთს. ვაშინგტონი შეთანხმების შესახებ ცნობას სკეპტიციზმით შეხვდა და ირანისთვის ახალი სანქციების პროექტი მაინც წარუდგინა გაეროს უშიშროების საბჭოს.
XS
SM
MD
LG