Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პოლონეთში, რუსეთის საზღვართან ახლოს რაკეტებს განაათავსებს


აშშ-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლონელ სამხედროებთან საწვრთნელი ოპერაციის მიზნით პოლონეთში იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები და ჩატანილია „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების ბატარეა. მიმდინარე მისიის ფარგლებში პოლონეთში ამერიკელი სამხედროების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩადის, ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შემდეგ. აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის, ანდიუ პოლის თანახმად, „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების ბატარეა კვირას ჩაიტანეს ჩრდილოეთ პოლონეთში, მორაგის ბაზაზე. მორაგს მხოლოდ 60 კიმოლეტრი აშორებს რუსეთის კალინინგრადის ანკლავს. მისი ტერიტორიის სიახლოვეს ამერიკული რაკეტების განთავსება მოსკოვის გულისწყრობას იწვევს. პოლის განცხადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში პოლონეთში რაკეტების როტაცია განხორციელდება. ყოველ ჯერზე, როტაციაში მონაწილეობას 100-დან 150-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს.
XS
SM
MD
LG