Accessibility links

logo-print

კასიანოვი: ხოდორკოვსკის დაპატიმრება პოლიტიკური აქტი იყო


რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ კასიანოვმა მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოს დღეს განუცხადა, რომ რუსი ოლიგარქის, მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა. კასიანოვის თქმით, კრემლმა მისი დაპატიმრების ბრძანება იმიტომ გასცა, რომ პუტინი ხოდორკოვსკის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებით იყო უკმაყოფილო. როგორც კასიანოვმა სასამართლოს განუცხადა, პუტინმა მას უთხრა, რომ იუკოსის მფლობელები - ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი - 2003 წელს რუსეთის კომუნისტური პარტიის დაფინანსებისთვის დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG