Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა ნავარაუდევზე ნაკლებია


ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტის“ ინტერნეტ-ვერსიაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში მსოფლიოს გარშემო ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმაზე სწრაფად შემცირდა, ვიდრე ამას სპეციალისტები ვარაუდობდნენ. ახალი მონაცემებით და გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წელს 5 წლამდე ასაკის 7.7 მილიონი ბავშვი მოკვდება მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილება ან მკურნალობა შესაძლებელია - მაგალითად, დიარეით, ფილტვების ანთებით და მალარიით. ეს მაჩვენებელი ნაკლებია 1990 წლის მონაცემზე - რომელიც 12 მილიონი ბავშვის სიკვდილს უტოლდებოდა - და ასევე ჩამოუვარდება უნისეფის მიერ ნავარაუდევ 8.7 მილიონ შემთხვევას თითო წლისთვის. მკვლევრების დასკვნით, ბავშვთა სიკვდილიანობა ყოველწლიურად მხოლოდ 2 პროცენტით კლებულობს - ეს კი მაინც არასაკმარისი მაჩვენებელია იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას გაეროს მიზანი და 2015 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობა ორი მესამედით შემცირდეს.
XS
SM
MD
LG