Accessibility links

logo-print

აშშ „ბრიტიშ პეტროლეუმს“ დაღვრილი ნავთობისთვის აკრიტიკებს


აშშ-ს მთავრობა კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ კრიტიკით გამოდის, მექსიკის ყურეში ჩაღვრილ ნავთობთან არასაკმარისად ბრძოლის გამო. აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრ კენ სალაზარის თანახმად, თუკი ვაშინგტონი დაინახავს, რომ კომპანია გასუფთავების პროცესში საკმარისს არ აკეთებს, მას პროცესს ჩამოაშორებენ. „გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ იმის გამო, რომ ბიპიმ ვერ შესძლო გაჟონვის შეჩერება და დაბინძურების არეალის გავრცელების აღკვეთა“ - თქვა მან და დასძინა - „უკვე 33 დღეა გასული, და ამ ხნის განმავლობაში მათ დაწესებულ ბოლო ვადას რამდენჯერმე გადააცილესო.“ პარალელურად, ლუიზიანის გუნერნატორი, ბობი ჯინდალი ამბობს, რომ აშშ-ს სასაზღვრო დაცვამ და „ბრიტიშ პეტროლეუმმა“ გადაწყვეტილებების მიღება დააგვიანეს და მის შტატს დროულად არ მიაწოდეს დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
XS
SM
MD
LG