Accessibility links

ავღანეთში აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს 18 მაისს ქაბულში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებასთან კავშირში, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაიღუპა. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის საიდ ანსარის თქმით, დამატიმრებულია შვიდი კაცი. სამშაბათს ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ნატოს 6 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის სამი ამერიკელი და ერთი კანადელი პოლკოვნიკი. ბოლო 8 თვის განმავლობაში ეს ნატოს ძალების წინააღმდეგ ქაბულში განხორციელებული ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმა იყო.
XS
SM
MD
LG