Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა ქუთაისში ორი ცენტრალური ოფისი გახსნა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს ქუთაისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნა. გზების დეპარტამენტი ქუთაისში, ხელისუფლების ინიციატივით, გასულ წელს გადავიდა. ახალი შენობა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში სამუშაოდ თბილისიდან მხოლოდ 15 თანამშრომელი გადავა, დანარჩენი 35 საშტატო ერთეული კი ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ასევე 40 ადგილობრივ მცხოვრებს აპირებს რომ დაასაქმოს საქართველოს კონტროლის პალატამ, რომლის ახალი შენობაც ასევე ორშაბათს ქუთაისში გახსნა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG