Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იამაიკის დედაქალაქში მიმდინარე სპეცოპერაციისას სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა


ჯარისკაცები და პოლიცია იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში ნარკო-ბარონის მხარდამჭერებს უტევენ. ორდღიანი დაპირისპირების შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანია მოკლული, მათ შორის ორი პოლიციელი და ერთი ჯარისკაცი. პრემიერ-მინისტრმა ბრიუს გოლდინგმა კინგსტონის ზოგიერთ რაიონში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. იამაიკაში დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც გოლდინგმა გამოაცხადა, რომ შეუდგა აშშ-ს მიერ კოკაინის ტრეფიკინგისა და იარაღის გადაზიდვისათვის ძებნილი ქრისტოფერ ”დუდუს” კოუკის ექსტრადიციის პროცედურას.
XS
SM
MD
LG