Accessibility links

logo-print

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია ერთი თვით გადაიდო


ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია ერთი თვით გადაიდო. ინდუსტრიული ზონის ოპერატორი „რაკ ჯორჯია ჰოლდინგის“ განცხადებით, დასრულებული სამუშაოების პრეზენტაცია მაისის ბოლოს უნდა შემდგარიყო, თუმცა ივნისის ბოლომდე გადაიდო. მიზეზებს კომპანიაში არ აკონკრეტებენ. დღეისთვის ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმო ერთადერთმა კომპანიამ, ქართულმა „თბილცემენტმა“ გახსნა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით კი ინდუსტრიულ ზონაში ახალ საწარმოებს 22 კომპანია ააშენებს, რომლებთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მათ შორისაა მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების ერთ-ერთ ლიდერი კომპანია „ელ ჯი“.
XS
SM
MD
LG