Accessibility links

საქართველოს მთავრობამ ორ ინვესტორს ვალდებულებები გადაუვადა


საქართველოს მთავრობამ ორ ინვესტორს საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადა. „ჟოკეი კლუბს“ ახალი იპოდრომის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, ახალი პირობებით კი მას მშენებლობისთვის დამატებით 7 წელი მიეცა. საინვესტიციო ვალდებულებები შეუცვალეს კიდევ ერთ კომპანიას – „არ სი აი ჯორჯიას“. კომპანიას კონტრაქტით გათვალისწინებული ზოგიერთი პირობა გაუუქმა, მათ შორის ყვარელში ღვინის მუზეუმის მშენებლობა, დანარჩენ ვალდებულებებზე საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოეთხოვა.
XS
SM
MD
LG