Accessibility links

logo-print
დევნილმა მერი თეთრუაშვილმა არც საარჩევნო უბნის მისამართი და არც კანდიდატების ვინაობა იცის. გორის 32–ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გორის რაიონში დასახლებული დევნილებისთვის 7 ახალი საარჩევნო უბანი გახსნა, კომისიებშიც ძირითადად დევნილები დასაქმდნენ, მაგრამ იძულებით გადაადგილებული პირების დიდმა ნაწილმა ამ დრომდე არ იცის, რა არჩევნები ტარდება 30 მაისს და ვინ არიან კანდიდატები. მათი ინფორმირებულობისთვის კი არც პოლიტიკური პარტიები და არც არასამთავრობო ორგანიზაციები არ ზრუნავენ.

გორელებთან ერთად დევნილები 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს აირჩევენ. 31 წევრიან გორის საკრებულოში 10 კაცი პროპორციული სიით მოხვდება, 21 მაჟორიტარს კი თემებში აირჩევენ. კანონის მიხედვით გამარჯვებულ პარტიას მანდატების მესამედი გადაეცემა. ამის შემდეგ საკრებულოს შიგნით თავმჯდომარის არჩევა მოხდება. გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეულ მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულო დაამტკიცებს. ამ სისტემის შესახებ, როგორც გორელებმა, ისე დევნილებმა ცოტა რამ იციან. დევნილების ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა მათთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულეს, ამიტომ ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ზოგიერთი კი ხმას ყველას წინააღმდეგ მისცემს.

გორთან ახლოს დასახლებული დევნილები პოლიტიკოსებისგან სოციალურ–ეკონომიური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. მოახლოებული არჩევნების მიმართ მათი განწყობა უიმედოა, რადგან მიიჩნევენ, რომ ახალი საკრებულო უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლის.
XS
SM
MD
LG