Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში, ავტოკატასტროფისას დაშავებული სამი ქართველის მდგომარეობა კვლავ მძიმეა


თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული საქართველოს 3 მოქალაქის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა. დაბა ჩერქეზთან, სადაც გასულ საღამოს ქართულ-თურქული კომპანიის სამგზავრო ავტობუსი მოცურდა, გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ავარიის შედეგად, სულ დაშავდა საქართველოს 33 მოქალაქე, რომელთაგან 14 თურქეთის კლინიკებში რჩება. მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯს ავტობუსის მფლობელი კომპანია დაფარავს. ავტოავარიის საქმეს თურქეთის პოლიცია დაუდევრობის მუხლით იძიებს
XS
SM
MD
LG