Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი


გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ირმა გასცა განკარგულება სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო "იონჰაპი" იუწყება. კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც სამხრეთმა სანქციები შემოიღო მეზობლის წინააღმდეგ, რომელსაც სამხედრო გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს. სამხრეთ კორეის ხომალდის ჩაძირვამ მარტში 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მიუნ-ბაკის განცხადებით, ის ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი მოელის, რომ უშიშროების საბჭო ზომებს მიმართავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მტკიცებულებები იმისა, რომ გემის ჩაძირვაზე პასუხისმგებლობა ფხენიანს ეკისრება, დამაჯერებელია და ბან კი-მუნის თქმით, „მეტად შემაშფოთებელი“. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სამხრეთ კორეის მოთხოვნას, რომ „ჩრდილოეთმა კორეამ დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში და დასაჯოს იერიშზე პასუხისმგებელი პირები“.
XS
SM
MD
LG