Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთისთვის განკუთვნილი პროპაგანდისტული მაუწყებლობა განაახლა


სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთ კორეისთვის განკუთვნილი პროპაგანდისტული მაუწყებლობა განაახლა მწვავე დაძაბულობის ფონზე, რომლის მიზეზიც სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვაა. საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ მარტში ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავის მიერ გასროლილმა ტორპედომ ჩაძირა სამხრეთ კორეის გემი, რასაც 46 მეზღვაური შეეწირა, მაგრამ ფხენიანი ბრალდებას უარყოფს. სეულმა ფხენიანთან სავაჭრო ურთიერთობა შეაჩერა და განაახლა რადიოპროგრამები, რომელთაც საზღვარზე ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით გადასცემენ. სამხრეთი კორეა, მისივე განცხადებით, აპირებს პროპაგანდისტული პროკლამაციების გავრცელებას ჩრდილოეთში, ინციდენტის თაობაზე ხალხისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ინფორმაციის გასავრცელებლად დაგეგმილია ასევე გიგანტური ელექტრონული ბილბორდების დამონტაჟება. ამასობაში, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა გააკეთეს განცხადება, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო გემებმა მიმდინარე თვეში რამდენჯერმე დაარღვიეს ჩრდილოეთის საზღვაო საზღვრები. ფხენიანი საპასუხოდ „პრაქტიკული“ სამხედრო ზომების მიღებას აპირებს. ჩინეთმა და რუსეთმა დღეს ორივე მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG