Accessibility links

ქუთაისელთა ნაწილმა არ იცის, რომელ ორგანოს ირჩევს 30 მაისს. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა და კურიოზული შედეგი მიიღო. ზოგი დარწმუნებულია, რომ პარლამენტს ირჩევს, ზოგის თქმით - ახლა პრეზიდენტის არჩევნებია.

იმ რესპონდენტებს, რომლებმაც იციან, რომ 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ დეპუტატობის კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ.

არაინფორმირებულობის მიუხედავად, რადიო თავისუფლების რესპონდენტების უმრავლესობას არჩევნებზე წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ამ გზით აპირებენ არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებას.

გამოკითხულთა მეორე ნაწილი არამარტო ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე, არამედ უკვე არჩევანიც გაკეთებული აქვს.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა პარტიაა რეგისტრირებული. ქალაქში ათი საარჩევნო ოლქია. პარტიებს თითქმის ყველა ოლქში ჰყავთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ქუთაისის ახალ საკრებულოში 25 დეპუტატი შევა. აქედან 10 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15 პარტიული სიით არჩეული იქნება. რაც შეეხება ქალაქის მერს, მას საკრებულო კონკურსით შეარჩევს.
XS
SM
MD
LG