Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ირანის "იოლად განსაჭვრეტ ხრიკად" მიიჩნევს გეგმას ურანის ნაწილის თურქეთში გაგზავნის შესახებ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შეფასებით, ირანის „იოლად განსაჭვრეტი ხრიკია“ გეგმა, რომელიც მას, ბირთვული პროგრამის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სანქციების თავიდან აცილების საშუალებას აძლევს. გეგმა, რომელიც თურქეთისა და ბრაზილიის შუამავლობით შემუშავდა, ითვალისწინებს ირანიდან ურანის ნაწილის თურქეთში გაგზავნას, რათა დაამშვიდოს დასავლეთი, რომელიც შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. გეგმა გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარუდგინეს, მაგრამ ის, კლინტონის განცხადებით, არ შეესაბამება საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მარტო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG