Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა სამხრეთთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ის სამხრეთთან ყოველგვარ ურთიერთობასა და კომუნიკაციას გაწყვეტს, რაც სასჯელია იმის გამო, რომ ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვაში დაადანაშაულეს. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამასთან, ჩრდილოეთიდან გააძევებენ ყველა სამხრეთკორეელს, რომელიც სასაზღვრო ქალაქ კაესონგში მდებარე ერთობლივ სამრეწველო ობიექტზე მუშაობს. საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ მარტში ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავის მიერ გასროლილმა ტორპედომ ჩაძირა გემი, რასაც 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა. ფხენიანი ამ ბრალდებას უარყოფს. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა გააკეთეს განცხადება, რომ სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა მიმდინარე თვეში რამდენჯერმე დაარღვიეს ჩრდილოეთის საზღვაო საზღვრები. ფხენიანი საპასუხოდ „პრაქტიკული“ სამხედრო ზომების მიღებას აპირებს. სამხრეთი კორია კი აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს ჩრდილოეთ კორეის საკითხს.
XS
SM
MD
LG