Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სვატის ხეობაში საკუთარი სახლებიდან გააძევეს მეამბოხეობაში ეჭვმიტანილთა ოჯახები


ოფიციალურ პირთა განცხადებით, ადგილობრივ უხუცესთა საბჭომ პაკისტანის სვატის ხეობაში საკუთარი სახლებიდან გააძევა მეამბოხეობაში ეჭვმიტანილების 25-მდე ოჯახი. ადგილობრივმა უხუცესებმა ექსტრემისტებს იარაღის დასაყრელად მისცეს ვადა 20 მაისამდე და გააფრთხილეს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინიდან გააძევებდნენ მათს ოჯახებს - სულ 125-მდე ადამიანს. 21 მაისის შემდეგ ეს ხალხი ავღანელ ლტოლვილთა ყოფილ ბანაკშია მოთავსებული. გასულ წელს სვატის ხეობაში პაკისტანის სამთავრობო ჯარების სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ოფიციალური პირების ცნობით, ბევრი მეამბოხე შეერია სამოქალაქო პირებს და რეგიონში საცხოვრებლად დარჩა.
XS
SM
MD
LG