Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მლადიჩის ოჯახს მისი გარდაცვლილად გამოცხადება სურს


ბოსნიელ სერბთა არმიის მეთაურის, რადკო მლადიჩის ოჯახს სურს, რომ მლადიჩი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, გარდაცვლილად გამოცხადდეს. მლადიჩი იმალება 1995 წლიდან, მას გენოციდში ედება ბრალი. მლადიჩი, გაეროს სასამართლოს თანახმად, სერბიაში იმალება. გაზეთი „ვეჩერნიე ვედომოსტი“ იუწყებოდა, რომ მისი ოჯახის ადვოკატი აპირებს სერბიის სასამართლოში განაცხადის შეტანას მოთხოვნით, რომ მლადიჩი გარდაცვლილად გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG