Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი სეულში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს სეულში ჩავიდა, რათა ვაშინგტონის მხარდაჭერა გამოხატოს სამხრეთ კორეის მიმართ. მანამდე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სამხრეთთან ყოველგვარ ურთიერთობასა და კომუნიკაციას წყვეტდა, რადგან ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვაში დაადანაშაულეს. საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ მარტში ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავის მიერ გასროლილმა ტორპედომ ჩაძირა გემი, რასაც 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა. ფხენიანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG