Accessibility links

logo-print

თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე 11.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 40 წუთში დასრულდა. სამხედრო აღლუმის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა გამზირზე შეკრებილებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და თამარ მეფის ორდენებით საზოგადოებისთვის ცნობილი პირები დააჯილდოვა. საქართველოს ჰიმნი, შეიარაღებული ძალების თანხლებით, პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე მარიამ კახელიშვილმა შეასრულა. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 4 000-ზე მეტმა ქვეითმა, 100-ზე მეტმა სამხედრო ტექნიკამ. აღლუმი ავიაციის საჩვენებელი ფრენით დასრულდა. აღლუმს ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და წმინდა სინოდის წევრები; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები, ხელოვანები, სპორტსმენები, სახალხო დამცველი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG