Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი მსოფლიოს მოუწოდებს სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვაზე რეაგირებისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მსოფლიოს მოუწოდებს სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვაზე რეაგირებისაკენ. დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მარტში გემი ჩაძირა ტორპედომ, რომლის გასროლის პასუხისმგებლობასაც ჩრდილოეთ კორეას აკისრებენ. კლინტონი დღეს სეულში შეხვდა სამხრეთ კორეის ლიდერებს, ორ კორეას შორის დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება ობიექტური იყო, სამხილი უტყუარი, დასკვნა გარადუვალი. ეს იყო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მიუღებელი პროვოკაცია და საერთაშორისო თანამეგობრობას მომხდარზე რეაგირების პასუხისმგებლობა და მოვალეობა ეკისრება“, განაცხადა კლინტონმა. მისივე განცხადებით, გემის ჩაძირვაზე რეაქცია „ძლიერი, მაგრამ მოზომილი“ უნდა იყოს და შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან კონსულტაციებს გამართავს სათანადო რეაქციაზე მოსალაპარაკებლად. ჩრდილოეთი კორეა გემის ჩაძირვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ნებისმიერ საპასუხო ზომას, ან ფხენიანის დასჯას შესაძლოა, ომი მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG