Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს კალინინგრადის მახლობლად აშშ-ის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების განთავსებას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს პოლონეთში აშშ-ის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების განთავსებას, რაც, მისი განცხადებით, ხელს არ უწყობს უსაფრთხოებას, ან ნდობას. ამასთან, სამინისტროს განცხადებაში არ მიუთითებენ მოსკოვის შესაძლო საპასუხო ნაბიჯებზე. „პატრიოტის“ კლასის დედამიწა-ჰაერი დანიშნულების რაკეტები - თავდაცვითი სისტემა, რომელიც მტრული ძალების მიერ ნასროლი რაკეტების განადგურებას ემსახურება - ორშაბათს, 24 მაისს განათავსეს ჩრდილოეთ პოლონეთში, კალინინგრადის რეგიონის მახლობლად. ამერიკელი ოფიციალური პირების განმარტებით, მორაგის სამხედრო ბაზაზე განთავსებული ობიექტები პოლონელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად არის განკუთვნილი.
XS
SM
MD
LG