Accessibility links

logo-print

კახა კუკავამ საკუთარი კანდიდატურა დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა


თბილისის ვაკის ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, კონსერვატორმა კახა კუკავამ საკუთარი კანდიდატურა ”ალიანსის საქართველოსთვის” კანდიდატის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა. კუკავას განცხადებით, ბოლო დღეებში ვაკის ოლქში პარიტეტული წესით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც ცხადყო, რომ ვაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს დავით საგანელიძეს უჭერს. “მოვუწოდებ ჩემს ყველა მხარდამჭერს, 30 მაისს არჩევანი დავით საგანელიძის სასარგებლოდ გააკეთოს” - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახა კუკავამ. მის გადაწყვეტილებას მიესალმა “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია. მისი შეფასებით, ეს ოპოზიციის კანდიდატების თანამშრომლობის სწორი ფორმაა.
XS
SM
MD
LG