Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერანებმა 26 მაისი ვაკის პარკში აღნიშნეს


საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ვეტერანებმა 26 მაისი ვაკის პარკში აღნიშნეს. გენერალ გია ყარყარაშვილის განცხადებით, ხალხი იმსახურებს, რომ დამოუკიდებლობის დღეს სრულფასოვნად აღნიშნავდეს და უფრთხილდებოდეს. გენერლის თქმით, სახელმწიფოს მიერ 26 მაისის აღლუმით აღნიშვნას პატივს სცემს და მიესალმება. ”განსაკუთრებით იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც აღლუმში მონაწილეობა დღეს პირველად მიიღეს. მაგრამ ამავდროულად ჩვენ დაღუპული მებრძოლების მიმართ მორალური პასუხისმგებლობაც გვაქვს”, - განაცხადა გია ყარყარაშვილმა. მისი და ვეტერანთა კავშირის საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრების მიერ ვაკის პარკში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამაც. მათ შორის იმ პარტიებმაც, რომლებიც 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრეს.
XS
SM
MD
LG