Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა აჭარის სპეცრაზმის წევრები და 23 სამოქალაქო პირი დააჯილდოვა


სამხედრო აღლუმში, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, 4 300-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობდა. აღლუმის დაწყებამდე ლეხ და მარია კაჩინსკების და კატინში დაღუპულ პოლონელთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა. სამხედრო კოლონების მსვლელობამდე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა აჭარის სპეცრაზმის წევრები და 23 სამოქალაქო პირი. დაჯილდოებულთა შორის არიან მომღერალი ნანი ბრეგვაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, პრეზიდენტის ამერიკელი მრჩეველი დენიელ კუნინი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია.
XS
SM
MD
LG